ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად იმსჯელეს ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაანონსებულ აქციაზე. ბურჯანაძის თქმით, ჩამოყალიბდება "15 მაისის შტაბი", ლიდერები კი გადაინაწილებენ რეგიონებს და მოსახლეობას შეხვდებიან:
„რაც შეეხება15 მაისს, დეტალურად ვიმსჯელეთ გეგმაზე, საუბარია იმაზე, რომ ჩამოყალიბდება „15 მაისის შტაბი“. ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს, სასურველია სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ვიყოთ ერთად და შევხვდეთ ადამიანებს, მეტი მოტივაცია მივცეთ მათ, კიდევ უფრო დავარწმუნოთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას.
დარწმუნებული ვარ, ეს ერთიანობა აუცილებლად მოიტანს შედეგს. იმედი მინდა ვიქონიო, რომ 15 მაისს ნორმალური ვითარება იქნება ქვეყანაში, მათ შორის, კოვიდის თვალსაზრისით“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






