"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის გაფართოებული შეხვედრის დაწყებამდე „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ოცნებამ ჯერ კიდევ ვერ გაიგო, ხელისუფლებაში ყოფნა მარტო ფულის შოვნასა და პრივილეგიებს არ ნიშნავს. მისი თქმით, როდესაც ხელისუფლება ყველაფერზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს, ამით თავის უუნარობას აღიარებს:
„ქართულმა ოცნებამ“ ვერ გააცნობიერა, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არ ნიშნავს მარტო ფულის შოვნას და პრივილეგიებს. ხელისუფლებში ყოფნა ნიშნავს პასუხისმგებლობას და ეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც არაერთხელ შეახსენეს. როდესაც ხელისუფლება ყველაფერზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს, ამით თავის უუნარობას აღიარებს. იმიტომ, რომ იქ, სადაც ხელისუფლება ძლიერია, იქ, სადაც ხელისუფლება ეფექტიანია, ხელისუფლებაა ნებისმიერი პროცესის წარმმართველი ძალა და არა ოპოზიცია“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






