"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის გაფართოებული შეხვედრის დაწყებამდე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ბრიყვულად გამოიყურება სახელისუფლებო პროპაგანდა, როდესაც ცდილობს, ელისუფლების პასუხისმგებლობა რამენაირად გაუტოლოს ოპოზიციისას. უგულავა მოლაპარაკების ჩაშლაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს:
"ღმერთმა ნუ ქნას საქართველოში იყოს ის სიტუაცია, როდესაც ჩვენი მეგობრები და პარტნიორები აღარ იტყვიან, მოვუწოდებთ ორივე მხარეს. როდესაც ორივე მხარე აღარ იქნება მოსაწოდებელი და მეორე მხარე აღარ იქნება, ჩვენ უკვე საქართველოში კი არა ბელარუსში ვიქნებით. ასევე, ძალიან ბრიყვულად გამოიყურება სახელისუფლებო პროპაგანდა, როდესაც ჩაბღაუჭებულია ამ ორივე მხარეზე და უნდა, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა რამენაირად გაუტოლოს ოპოზიციის პასუხისმგებლობას. აქვე შეგახსენებთ, დემოკრატია, მეგობრებო, მუშაობს ასე - უმრავლესობის პასუხისმგებლობა ცა და დედამიწაა უმცირესობის პასუხისმგებლობასთან შედარებით", - განაცხადა უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






