"ტყუილად შეხვალთ იმ პარლამენტში, გამოგრეკავთ მერე გახარია და საერთოდ გაფარჩაკებულები იქნებით", - მიმართა "გირჩის" ერთ-ერთ ლიდერს, ვახტანგ მეგრელიშვილს პარტია "ტრიბუნას" ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის იმ ნაწილს, ვისაც პარლამენტში შესვლა სურს, უნდა შევიდეს და "კობახიძე ახლოდან გასინჯოს“.
„როგორ გგონიათ, გახარია რომ შემოჰყავთ თამაშში იმიტომ შემოჰყავთ, რომ 2024-ს ელოდოს? გახარია შემოიყვანეს ვადამდელი არჩევნებისთვის“, - განაცხადა ჭიჭინაძემ, რაზეც მეგრელიშვილმა იკითხა: ანუ "ქართული ოცნება“ ემზადება ვადამდელი არჩევნებისთვის?“.
მეგრელიშვილს დავით ჭიჭინაძემ უპასუხა: „ქართული ოცნება“ ემზადება, პოლიტიკურ სამარეში წასასვლელად, როგორც წავიდა "მოქალაქეთა კავშირი“.
"ერთი-ერთში განმეორდება, აგერ მე და აგერ თქვენ. გახარია „ოცნებაა“. გადაალაგებენ ყველაფერს, კობახიძეს ჩაუშვებენ, სადაც ჩასაშვებია.
ოპოზიცია რომ შევიდეს ახლა პარლამენტში, გახარიას 20-კაციან ფრაქციას გაუკეთებს „ქართული ოცნება“, ის დაშლის უმრავლესობას, ბიუჯეტს ჩაუგდებს და გამოვა, რომ ტყუილად შეხვალთ იმ პარლამენტში და გამოგრეკავთ მერე გახარია. საერთოდ გაფარჩაკებულები იქნებით, მე თუ დამიჯერებთ", - მიმართა ჭიჭინაძემ მეგრელიშვილს "360 გრადუსში".
მასალის გამოყენების პირობები






