"ჩემთვის ყოვლად მიუღებელია მომხდარიყო ის ფაქტი რაც მოხდა, მითუმეტეს 20 ივნისის შემდეგ" , - აცხადებს მწერალი, ნიკა ჩერქეზიშვილი, რუსი პროპაგანდისტის , ვლადიმერ პოზნერის ვიზიტზე.
მისივე თქმით, ვერ წარმოუდგენია საქართველოში ვინმე სხვა აზრზე იყოს.
"ჩემთვის ყოვლად მიუღებელია მომხდარიყო ის ფაქტი რაც მოხდა, მითუმეტეს 20 ივნისის შემდეგ. პროპაგანდისტი, რომელიც ამბობს აფხაზეთი არასოდეს იქნება საქართველოს ნაწილიო, შემოდის ჩვენს ქვეყანაში.
ამიტომ, რაც მოხდა, იმ ფაქტს მე შინაარსობრივად აბსოლუტურად ვეთანხმები. ვერ წარმომიდგენია საქართველოში ვინმე სხვა აზრზე იყოს, შეიძლება ფორმაზე ვიდაოთ და ვიღაცას არ მოსწონდეს კვერცხების სროლა, მაგრამ ფაქტი ცუდი იყო...
შეიძლება მე ასე არ მოვქცეულიყავი, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში, იქ არ ვიყავი და არ ვიცი, იქ ყოფნის დროს რას ვიზამდი, რადგან გაბრაზება და ემოციები იყო იქ ძალიან დიდი...,"-აღნიშნა ნიკა ჩერქეზიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






