" ამ საკითხზე ფრაქციებს შორის სრული კონსენსუსია" - გალერი დახმარების შეჩერებაზე
პოლიტიკა - 20:02, 02 Apr, 2021     1057

"ეს ძალიან სერიოზული საკითხია და ევროპარლამენტს შეუძლია, ასეთი განცხადება უმრავლესობით მიიღოს" - განაცხადა ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერიმ, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დაფინანსების შესაძლო შეჩერებაზე.

მისივე განმარტებით, ამ საკითხზე ფრაქციებს შორის სრული კონსენსუსია.

"ბუნებრივია, შეიძლება გაიმარტივო ცხოვრება და ასე შეაფასო, მაგრამ ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, შვიდმა ევროპარლამენტმა მოაწერა ხელი, რომლებიც არიან ძალიან ინტენსიურად საქართველოს საკითხით დაკავებული და უნდათ, საქართველოს დემოკრატიული განვითარება, სტაბილიზაცია, ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით საქართველოს წინსვლა და ჩვენი ფრაქციებიც და პლენუმიც აქტიურად იყო ამაში ჩართული.

ბუნებრივია, ჩვენ შეგვიძლია, ევროპარლამენტის უმრავლესობით მივიღოთ ასეთი განცხადება. მინდა განგიმარტოთ, რომ ფართო კონსენსუსია სოციალ-დემოკრატების, მწვანეების, ლიბერალების, კონსერვატორების და მრავალი სხვა ფრაქციისა, რომლებიც თანხმდებიან საქართველოს საკითხზე. ჩვენ გვინდა, ხელი შევუწყოთ და მხარი დავუჭიროთ კრისტიან დანიელსონისა და კარლ ჰარცელის მცდელობებს, რომ საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიონ შეთანხმებას, რომ მათ ადეკვატურად გასცენ პასუხი მათ პასუხისმგებლობას, მის ხარისხს. მე კარგად ვაცნობიერებ, თუ როგორია საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა და ნებისმიერ მათგანს თავად უნდა წილი ძალაუფლებისა და ევროპაში არავის აქვს ცალკე აღებულ პოლიტიკურ პარტიას რომელიმე ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობის ფუფუნება.

ჩვენ უნდა განვუმარტოთ ჩვენს გადასახადის გადამხდელებსა და ამომრჩევლებს, რომ ფინანსური დახმარება ღირს საქართველოსთვის, ამის გამოყოფა ღირს და აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორობა უნდა გაგრძელდეს და პოზიტიური კურსის მხარდაჭერა აუცილებელია, მაგრამ გვექმნება შთაბეჭდილება, რომ გაჩნდა ისეთი რეფლექსები, თითქოს ქართული პოლიტიკური სპექტრის აქტორები არ ჯდებიან ევროკავშირის ღირებულებებში იმისთვის, რათა მივიდნენ 2024 წლამდე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას უნდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა, ძალიან რთულია მანამდე ჩვენი გადასახადის გადამხდელებისთვის განმარტება იმის, რატომ ვაგრძელებთ საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას. ბევრი რამ დაიბლოკა, ეს არ არის სასურველი წერტილი, საქართველო ამ წუთას იყინება, ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ჰქონდეს მეტი წინსვლა", - თქვა გალერიმ "ფორმულას" თარგმანის მიხედვით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42