"არც ბიძინა და არც მიშა არ უნდა იყვნენ ამ პროცესების სათავეში" ,- აცხადებს ევროპარლამენტარი ,მიხეილ გალერმი - მისივე თქმით, ეს ორი პოლიტიკური ფიგურა თითქოს და შეგნებულად აჭიანურებენ ამ პროცესებს და ქაჩავენ ამ ძაფებს ნეგატიურად.
"მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. მოლაპარაკებების მონაწილე თითოეულმა პირმა კარგად უნდა გააცნობიეროს მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. პირველ რიგში სახელისუფლებო პარტიამ უნდა გადადგას ადეკვატური ნაბიჯები და იგივე მოლოდინი გვაქვს ოპოზიციის მიმართ...
უნდა დასრულდეს ეს სირთულეები. ავიღოთ უკრაინის მაგალითი, არც ბიძინა და არც მიშა არ უნდა იყვნენ ამ პროცესების სათავეში, რომლებიც თითქოს და შეგნებულად აჭიანურებენ ამ პროცესებს და ქაჩავენ ამ ძაფებს ნეგატიურად. ეს უნდა იყოს ძალიან მკაფიო და ოპოზიციაშიც არ უნდა იყოს განწყობა, რომ მოვისმინე ევროკავშირის პოზიცია და ახლა ხელისუფლებამ და ევროკავშირმა გადაწყვიტონ ეს პრობლემა" , - განაცხადა ევროპარლამენტარმა ფორმულას გადაცემაში "კომენტარი".
მასალის გამოყენების პირობები






