"თუ საქართველოს ფულის დაკარგვა არ უნდა, ვიმედოვნებ, საბოლოოდ დასხდებიან და კომპრომისს მიაღწევენ" - ვიოლა ფონ კრამონი
პოლიტიკა - 19:52, 02 Apr, 2021     1093

"თუ საქართველოს ფულის დაკარგვა არ უნდა, ვიმედოვნებ, საბოლოოდ დასხდებიან და კომპრომისს მიაღწევენ" , - აცხადებს ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი.

მისივე განცხადებით, "კრისტიან დანიელსონი ნამდვილად ძალიან ბევრს ეცადა. ამიტომ, ჩვენ უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ, რომ საბოლოოდ, ორივე მხარე არ აღმოჩნდა მზად კომპრომისისთვის".

"ვისურვებდი, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულებულიყო, რადგან ჩვენ ამ პროცესში დიდი ძალისხმევა ჩავდეთ. კრისტიან დანიელსონი ნამდვილად ძალიან ბევრს ეცადა. ამიტომ, ჩვენ უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ, რომ საბოლოოდ, ორივე მხარე არ აღმოჩნდა მზად კომპრომისისთვის.

თუ საქართველოს ფულის დაკარგვა არ უნდა, ვიმედოვნებ, საბოლოოდ დასხდებიან და კომპრომისს მიაღწევენ. კომპრომისი არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მხარე აუცილებლად მიაღწევს რასაც მოითხოვდა. ორივე მხარემ უნდა დათმოს თავიანთი ამომრჩევლების გამო. სწორედ ეს არის კომპრომისის იდეა.

დარწმუნებული არ ვარ, არის თუ არა პარტიებს შორის პოლიტიკური ნება შეთანხმების მისაღწევად. მათი ეს პოზიცია გარკვეულწილად ბუნდოვანია, ეს კი რაიმეს მიღწევას კიდევ უფრო ართულებს, თუმცა, გადაწყვეტილება საბოლოოდ უნდა იქნეს მიღებული.

ქართველი ხალხის გამო, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აჩვენონ ნება შეთანხმების მიღწევისთვის. ჩვენ საქართველოს საკმაოდ დიდ თანხას ვაძლევთ, რატომ უნდა გავაგრძელოთ ეს პროცესი მაშინ, როცა ქვეყანა არ განვითარდება და რეფორმები არ გატარდება.

ცხადია, დაფინანსების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მოლაპარაკებების მეორე რაუნდის მარცხის შემდეგ კი, ეს საკითხი რეალურია.

ევროკავშირს ებადება კითხვა, არის თუ არა გაერთიანება მზად, მისცეს მეტი თანხა ქვეყანას, სადაც არაა პოლიტიკური ნება სახელმწიფოს სწორი ფუნქციონირებისთვის," - აცხადებს "რუსთავი 2-თან" ვიოლა ფონ კრამონი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42