რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება თბილისში ალექსანდრ გრიბოედოვის ძეგლთან დაკავშირებული ვანდალიზმის ფაქტს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
ლავროვის უწყება ქართველებს გრიბოედოვის ღვაწლს ახსენებს და აცხადებს, რომ "ამგვარი მოქმედებები კიდევ უფრო მიუღებელია იმ შემთხვევაში, თუ მხედველობაში მივიღებთ, თავად გრიბოედოვის პერსონალურ ღვაწლს, რაც მას საქართველოსა და რუსეთის ისტორიაში მიუძღვის".
უწყება თვლის, რომ მსგავსი ქმედებები ექსტრემისტული ძალების მხრიდან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესების შეფერხებას ემსახურება.
"შეშფოთებულები ვართ თბილისის ცენტრში რუსი მწერლისა და დიპლომატის ალექსანდრ გრიბოედოვის მონუმენტთან დაკავშირებული ვანდალიზმის გამო. რაც უნდა იყო ჩადენილი ქმედების მოტივი ეს გაუმართლებელია. ცივილიზებულ საზოგადოებაში მსგავსი ქმედება შემაშფოთებელი და დასაგმობია.
ამგვარი მოქმედებები კიდევ უფრო მიუღებელია იმ შემთხვევაში, თუ მხედველობაში მივიღებთ, თავად გრიბოედოვის პერსონალურ ღვაწლს, რაც მას საქართველოსა და რუსეთის ისტორიაში მიუძღვის.
დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ქვეყნების მოქალაქეთა უმრავლესობა, ქართველი და რუს ხალხს შორის კავშირების განმტკიცებისთვის მის მიერ გაღებულ წვლილს სოლიდარობას უცხადებს.
ამ ინციდენტსა და ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის მიმართ ჩადენილ ბოლოდროინდელ პროვოკაციას, ერთი ჯაჭვის რგოლებად მივიჩნევთ. მსგავს ფაქტებს ვაფასებთ როგორც ექსტრემისტული ძალების მცდელობას რომელიც მიზნად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის შეფერხებას ემსახურება", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






