"შოკში ვიყავი, ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო" , - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი რუსი პროპაგანდისტის და პუტინის მეგობრების ჩამოსვლას საქართველოში.
მისივე თქმით, ყველა იცავს საქართველოში არსებულ კომენდანტის საათს და წესებს, რომელიც არსებობს.
"მე ძალიან დაბნეული ვიყავი დილის 08:00 საათზე ვიყავი ჩემს სასტუმროში. ყველა ვიცავთ საქართველოში არსებულ კომენდანტის საათს და წესებს, რომელიც არსებობს. ჩამოდის რუსული დელეგაცია, გაგებარი შემადგენლობის, პრივილეგირებული. შოკში ვიყავი, საქართველოს დედაქალაქში ჩემს თვალწინ ხდებოდა ეს იმ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს საქართველოში. ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო.
ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. პოზნერი დელეგაციასთან ერთად სასტუმრო რუმსში მივიდა, შემდეგ კი კომენდანტის საათის დროს, 21 საათის შემდეგ, რეგულაციების დარღვევით, რესტორან ვინოტელში ავტობუსით გადავიდა. ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ", - განაცახადა ევროპარლმენტარმა "ფორმულას" თარგმანის მიხედვით.
მასალის გამოყენების პირობები






