დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტის ივა ჭყონიას განცხადებით, გამორიცხული არ არის ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი მივიღოთ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ბიზნესთან ერთად ბაზრების დივერსიფიცირებაზე იმუშაოს:
„პოლიტიკურად მნიშვნელოვანია სიტუაციის დასტაბილურება. პანდემიის დაწყების პირველი დღიდან კომპანიებში ლიკვიდურობა რომ გაზრდილიყო დახმარებას ვითხოვდით დამატებითი ღირებულებების ნაწილში, რომ იმპორტის გადასახადი არ გადაგვეხადა მომენტალურად, არამედ აღნიშნული თანხა რეალიზაციაზე ყოფილიყო მიბმული. უნდა დავიცვათ რეგულაციები, თორემ გამორიცხული არ არის ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი მივიღოთ.
ეკონომიკის ხერხემალი - ლარი მძიმე მდგომარეობაშია. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ბიზნესთან ერთად ბაზრების დივერსიფიცირებაზე იმუშაოს. დღითიდღე ძვირდება ნედლეულის და ნავთობპროდუქტების ფასი. მწარმოებელს პროდუქციის თვითღირებულება გაუძვირდა და მსყიდველობითუნარიანობა იკლებს, ხოლო პირველადი მოთხოვნის პროდუქტებზე მოთხოვნა ყოველთვის არის, რაც არ უნდა ფასი გაიზარდოს“,- განაცხადა ივა ჭყონიამ.
მასალის გამოყენების პირობები






