რატომ არ ცვლის საქართველო რუს პატიმრებს გახელაძეში?: საოკუპაციო რეჟიმთან ჩვენ მსგავს თემებზე არ ვსაუბრობთ - ახვლედიანი
პოლიტიკა - 14:32, 02 Apr, 2021     995

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საოკუპაციო რეჟიმთან პატიმრების გაცვლაზე საუბარი არ ყოფილა. ახვლედიანის განმარტებით, ქართული მხარე უკანონო პატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას ითხოვს:

"პირველ რიგში მე არ ვფლობ ამაზე ინფორმაციას, მეორე - საოკუპაციო რეჟიმთან ჩვენ მსგავს თემებზე არ ვსაუბრობთ და ჩვენ ვითხოვთ ჩვენი უკანონო პატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.

საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის და მისი უმძიმესი შედეგების გამო, სახეზეა ძალიან უხეში დარღვევა ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და ერთ- ერთი გამოხატულებაა ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებები. იცით, რომ დღეისათვის უკანონო პატიმრობაში ზაზა გახელაძესთან ერთად იმყოფება ჩვენი რამდენიმე მოქალაქეც, რომელთა დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიზნით, ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული ადგილობრივი თუ საერთაშორისი ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის ზაზა გახელაძის გათავისუფლების თემა იყო უმთავრესი მარტის ბოლოს გამართული ინციდენტებისა პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფარგლებში. საკითხი ამ უკანონო დაკავებების არის ნამდვილად რთული და განვაგრძობთ მაქსიმალურ ძალისხმევას,"- განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ დე-ფაქტო ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალქის ზაზა გახელაძის ოჯახს უფლება დართეს, ოკუპირებულ საპატიმროში საოკუპაციო რეჟიმის ტყვე მოენახულებინათ. იქედან დაბრუნებული გახელაძის მეუღლე აცხადებს, რომ ზაზას იმედი ჰქონდა, ქართული მხარე რუს პატიმრებს მასში გაცვლიდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42