საფრთხე ემუქრება ევროკავშირისა და საქართველოს მომავალ ურთიერთობებს - ევროპარლამენტარები
პოლიტიკა - 23:41, 01 Apr, 2021     1415

რადიო "თავისუფლების" ინფორმაციით, მრავალსაათიანი განხილვის შემდეგ 1 აპრილს ევროპარლამენტართა ერთმა ჯგუფმა მიიღო ერთობლივი განცხადება, რომელშიც წუხილია გამოთქმული იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები არ დაეთანხმნენ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის შეთავზებულ წინადადებებს.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს დაუყოვნებლად მიიღონ ზომები. საფრთხე ემუქრება ევროკავშირისა და საქართველოს მომავალ ურთიერთობებს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოში კარგად ცნობილი ევროპარლამენტარები: დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), მარინა კალიურანდი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა), ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები, გერმანია), სვენ მიკსერი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), მიხაელ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია) და პიატრას აუშტრიავიჩიუსი (RENEW, ლიეტუვა).

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულებაში პასუხისმგებლობა ეკისრება როგორ საქართველოს მმართველ ძალას, ისე დისკუსიაში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს. „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიას, რომელიც უნდა იყოს პირველი ამ კრიზისიდან საქართველოს გამოყვანის საქმეში“.

ერთობლივი განცხადების ავტორი ევროპარლამენტარები სრულ მხარდაჭერას უწცხადებენ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის შეთავზებულ ხუთპუნქტიან გეგმას. მათ შორის ევროპარლამენტთან „ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატის შექმნის იდეას.

„პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ძველებურად საქმის გაგრძელებას. ევროპარლამენტი, კერძოდ, მოუწოდებს, რომ დადგეს შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის როგორც მომდევნო გადახდის შეჩერების, ისე იმ პირობების გამკაცრების მხრივ, რაც ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამებსა და საბიუჯეტო მხარდაჭერას უკავშირდება“, - ნათქვამია ერთობლივი განცხადების საბოლო ვარიანტში.

თუმცა, დოკუმენტის თავდაპირველ პროექტში ლაპარაკი იყო სხვა მოსალოდნელ შედეგებზეც. კერძოდ, პოლიტიკური მხარდაჭერისა და უმაღლესი დონის შეხვედრების შეზღუდვაზე როგორც ხელისუფლების წარმოდგენლებთან, ისე ოპოზიციის ლიდერებთან, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი მოლაპარაკების ჩაშლაზე, ვიდრე ისინი არ მოახდენენ კომპრომისათვის რეალური მზაობის დემონსტრირებას საკუთარი მოქალაქეებისა და თავისი ქვეყნის მომავლის ინტერსებიდან გამომდინარე.

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი მაკროსაფინანსო დახმარების მოცულობა, რომელიც საქართველომ ოქტომბერში უნდა მიიღოს და რომლის შეჩერებასაც ევროპარლამენტარები მოუწოდებენ, 60 მილიონ ევროს შეადგენს. ამ და საქართველოსთან დაკავშირებულ სხვა საკითხზე, რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, სავარაუდოდ, 19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებიც იმსჯელებენ.


წყარო: რადიო "თავისუფლება"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42