უგულავას პასუხი კვირიკაშვილს: "ორი გრამი ტვინი და ინსტიტუციური მეხსიერებაა საჭირო, რომ მიხვდე ადამიანი – გავრილოვი, პოზნერი, შევჩენკო არ უნდა შემოუშვა...2008 წლის ომის მერე მართლა რუს ტურისტებს აქ სიკეთის მეტი არაფერი მიუღიათ, პოზნერის მსგავსი “ასიჩკა” კი ჩვენი შინაარსით რუსული და სრულიად უსისტემო მთავრობის ბრალია"
პოლიტიკა - 22:32, 01 Apr, 2021     2774
,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პოსტს ეხმაურება.

,,გავეცანი ბატონ გიორგი კვირიკაშვილის პოსტს. "ზღვარგადასული რეაქცია აუცილებლად დააზიანებს სავალუტო შემოდინებას რუსეთიდანო"- გვამცნობს ის.

თითქოს ფორმალურად სწორია, მაგრამ არსებითად მაინც ქოცურ ნარატივს ანვითარებს (პრინციპში არაა გასაკვირი).

ეს ნარატივი არსებითად მცდარ პრინციპს ეფუძნება. 2008 წლის ომის მერე საქართველომ ცალმხრივად გააუქმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რაც გზავნილი იყო, რომ მიუხედავად ომის უმძიმესი შედეგებისა, დიპლომატიური ურთიერთოებების გაწყვეტის მიუხედავად, ჩვენ მივესალმებით ტურისტებს რუსეთიდან. ამავე დროს მივიღეთ ანტისაოკუპაციო კანონი, რომელიც კრძალავს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ნამყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვალს.

ამ ორი აქტით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ ეფექტურად განარჩევდა ტურისტს და ანტისაოკუპაციო კანონმდებლობის დამრღვევს. 2013 წლამდე ეს ეფექტურად ხორციელდებოდა.

ტურიზმი განუხრელად იზრდებოდა, მათ შორის რუსეთიდან. ოცნების მოსვლით ყველაფერი აირია. ჯერ საზღვარზე ქურდებს აცილებდა პოლიცია, მერე გავრილოვი ჩამოაბრძანეს, მანამდე მაქსიმ შევჩენკო, ახლა პოზნერი. რატომ დაკარგეს სახელმწიფო ორგანოებმა ანალიზის უნარი? ამ ათ წელიწადში სახელმწიფოს, პირიქით, კანონთან ერთად პრაქტიკა უნდა დაედგინა ვინ შეიძლება შემოვიდეს, უფრო ზუსტად ვინ არ უნდა შემოვიდეს ქვეყანაში. ორი გრამი ტვინი და ინსტიტუციური მეხსიერებაა საჭირო, რომ მიხვდე ადამიანი - გავრილოვი, პოზნერი, შევჩენკო არ უნდა შემოუშვა. თუ ეროვნული ღირსების არგუმენტი და კანონის მოთხოვნა არ ჭრის, პრაგმატულად მაინც უნდა იაზროვნო.

ასეთი ამბები ხომ ტურიზმს აზიანებს, როგორც ბ-ნ გიორგიმ სამართლიანად ბრძანა. ამდენად, პრობლემა მკაფიო პოლიტიკის არქონაშია. ან რა გასაკვირია. ქართულ ოცნებას, კრემლის რუსეთს და თუნდაც სეპარატისტთა დე ფაქტო ლიდერებს ხომ ერთი მტერი ყავთ და ერთი რამ აშფოთებთ - ქართული საზოგადოების თავისუფალი, პროდასავლური ნაწილის გამარჯვება საქართველოში.

გიმეორებთ ბატონო გიორგი - 2008 წლის ომის მერე მართლა რუს ტურისტებს აქ სიკეთის და შესაფერისი სერვისის მეტი არაფერი მიუღიათ, ხოლო პოზნერის მსგავსი "ასიჩკა" ჩვენი შინაარსით რუსული და სრულიად უსისტემო მთავრობის ბრალია და ამ თვალსაზრისით არც თქვენი მთავრობა გამოირჩეოდა სამწუხაროდ.

რუსეთი ოკუპანტია - თუ ამ თეზისს მთავრობის წევრებიდან დაწყებული რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული, ყოველ ასეთ სიტუაციაში ვეტყვით საკუთარ თავს და აქედან ამოვალთ გადაწყვეტილების მიღებისას, ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებამდე მივალთ.

მთავარია გვახსოვდეს ყოველთვის, მანამ სანამ, რუსეთი ოკუპანტია

პ.ს. "ზღვარგადასულ რეაქციაზე" მე მაინც მოკრძალებული ვიქნებოდი. არ მგონია, რომ კვერცხის სროლის ექსკლუზივი, თუნდაც მხოლოდ ნაცების მიმართ, ქოცებს აქვთ. არასდროს დამავიწყდება წიწილებიანი კვერცხები გურჯაანში. მანდ აიღო სადავე ქართულმა "ზღვარგადასულობამ"პ.ს. კრიტიკის მიუხედავად თქვენი პოსტი მაინც დასაფასებელია", - წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42