თენგიზ ცერცვაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: "მისმა შექმნილმა მედიკამენტებმა საქართველოში სიცოცხლე შეუნარჩუნა ათასობით ადამიანს, მას დიდი გეგმები ჰქონდა..."
პოლიტიკა - 19:43, 01 Apr, 2021     6475

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

იგი ამბობს, რომ დიდი მეცნიერი გარდაიცვალა, რომელიც საქართველოს მეგობარი იყო.

“დიდი დანაკარგი მსოფლიოსა და საქართველოსთვის

69 წლის ასაკში გარდაიცვალა John Martin – მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი, ლიდერი და უბრალოდ დიდი პიროვნება, საქართველოს დიდი მეგობარი. ის გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაუდგა სათავეში ფარმაცევტულ კომპანია „Gilead”-ს და მოკლე დროში გადააქცია იგი მსოფლიო გიგანტად, უპირობო ლიდერად აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში.

სწორედ John Martin-ის დამსახურებაა, რომ აივ/შიდსი სასიკვდილო დაავადებიდან გადაიქცა ქრონიკულ მართვად ინფექციად, ხოლო C ჰეპატიტი ახლო მომავალში ელიმინირებული იქნება მსოფლიოში და დიდად საამაყოა, რომ პირველი ქვეყანა, რომელიც ამას გააკეთებს, საქართველო იქნება. John Martin იყო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის სულისჩამდგმელი და დიდია მისი დამსახურება იმაში, რომ სწორედ საქართველო იქნა არჩეული C ჰეპატიტის ელიმინაციის მსოფლიოში პირველ სამოდელო ქვეყნად.

John Martin-ის სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება მსოფლიო მედიცინის ისტორიაში და საბოლოოდ დაიდებს ბინას ქართველთა გულებში, რამეთუ მარტო ჩვენს ქვეყანაში მისმა შექმნილმა მედიკამენტებმა სიცოცხლე შეუნარჩუნა ათასობით აივ/შიდსით და 70 ათასზე მეტ C ჰეპატიტით ავადმყოფს.

John Martin-ს ძალიან უყვარდა საქართველო, არაერთგზის სტუმრობდა ჩვენს ქვეყანას და ყველაფერს აკეთებდა მის მხარდასაჭერად. მას დიდი გეგმები ჰქონდა, რომელთა ბოლომდე შესრულება, სამწუხაროდ ვერ მოასწრო. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მის სულს.” – წერს თენგიზ ცერცვაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42