ქობულია აქციაზე: ამ სამარცხვინო საქციელით მივიღეთ უზარმაზარი დარტყმა ტურიზმის რეპუტაციაზე
პოლიტიკა - 18:21, 01 Apr, 2021     1117
ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ფორმულას ეთერში რუსი ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. ქობულიამ სამოქალაქო აქტივისტების პროტესტს სამარცხვინო და პროვოკაციული უწოდა.მისი აზრით, ეს იყო დიდი დარტყმა საქართველოს ტურისტულ რეპუტაციაზე.

"გავიაზროთ ჩვენ, რა გაკეთდა, რას მივაღწიეთ ჩვენ, იმ სამარცხვინო საქციელით, რომელიც მოხდა გუშინ, ამ ხალხთან დაკავშირებით. რას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ. მიაღწია იმას, რომ ჩვენ მივიღეთ უზარმაზარი დარტყმა ჩვენი ტურიზმის რეპუტაციაზე. ჩვენთან იყო ჩამოსული ადამიანი, იგივე, ჩვენ შეიძლება მოგვწონდეს ეს ადამიანი, ან არ მოგვწონდეს, ეს არის ჟურნალისტი, ადამიანი, რომელმაც გამოთქვა თავისი აზრი. ეს აზრი შეიძლება ჩვენ არ მოგვწონს, მაგრამ ამის გამო, ჩამოსულ ადამიანს, რომელიც ქვეყანაშია შემოსული, ქვა არ უნდა ვესროლოთ". – თქვა ქობულიამ

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა გავრილოვის წინააღმდეგ ჩატარებული 20 ივნისის აქციაც სამარცხვინო, ქობულიამ უპასუხა, რომ არ შეიძლება გავრილოვის შედარება პოზნერთან, რომელიც, ყოფილი მინისტრის თქმით არის სტუმარი, რომელსაც უყვარს საქართველო და აქ დაბადების დღის გადასახდელად ჩამოვიდა.

"გავრილოვის ამბავი აბსოლუტურად სხვა იყო. გავრილოვის ამბავი იყო ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა და პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში დაგვიჯდა. როგორ შეიძლება თქვენ შეადაროთ გავრილოვის საკითხი, როცა ჩამოდის ჩვენთან სტუმარი, რომელსაც უყვარს საქართველო, ჩამოჰყავს თავისი სტუმრები და უყვარს და იხდის აქ დაბადების დღეს და ჩვენ მას ვადგებით კარზე და კვერცხებს ვესვრით. მოვუწოდებ ჩვენ მთავრობას, ცოტა მეტი გაბედულობა სჭირდებათ, ცოტა მეტი სჭირდებათ გადაწყვეტილების უნარის მიღება, უნდა აღკვეთონ ესეთი სახის პროვოკაციები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ხდება". – ამბობს ქობულია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42