„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოს ჰქონდეს საქმიანობის თავისუფლად წარმართვის შესაძლებლობა“ - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშში არის ასახული.
ანგარიშში საუბარია 2020 წლის 21 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სხდომაზე კანონმდებლობის უხეში დარღვევით აჩვენა სახალხო დამცველის რწმუნებულის პატიმართან საკანში კონფიდენციალური შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერები და გააკრიტიკა რწმუნებულის მოქმედება.
,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებისთვის. ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის შედეგად მონაცემთა დამუშავების კანონიერება და შემოწმების პროცესში არა ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი გამოავლინა“ - ვკითხულობთ ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






