პუტნის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი საქართველოში პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებულ საპროტესტო ტალღას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გუშინდელი მოვლენები ექსტრემისტი ნაციონალების მიერ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიული ქმედებები იყო. მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში წასვლა საშიშია. პესკოვმა ასევე მოიწონა საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი ამ საკითხზე, რომელმაც განაცხადა, რომ გუშინდელი პროტესტი რადიკალური ოპოზიციის მიერ იყო დამუხტული და ეს ფორმა მისთვის მიუღებელი იყო, რადგან პოზნერს არ დაურღვევია ოკუპაციის შესახებ კანონი:
„რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ჩასვლა სახიფათოა. იქ ჩასვლა უბრალოდ საშიშია და რუსეთის მოქალაქეებმა ეს კარგად უნდა გაიაზრონ. კრემლი გმობს ექსტრემისტი ნაციონალების მიერ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს - მივესალმებით საქართველოს პრემიერის განცხადებას, რომელმაც ეს ქმედებები დაგმო”, - განაცხადა პესკოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






