ოპოზიციას პროტესტი მაშინ არ ჰქონია, როცა ენმ-ს წინასაარჩევნო კამპანიისას, პარტიის პირველმა ნომერმა "თბილისო" რუსულად შეასრულა... ნინო ბურანაძე მთელი ოჯახით რუსეთის ინტერესებს ატარებს... ირაკლი ოქრუაშვილიც, სალვა ნათელაშვილიხ, ელენე ხოშტარიაც... - ასე ცდილობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელისუფლების ოპონენტები რუსეთთან კავშირში დაადანააულოს და ამით საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ქვეყანაში პოზნერის ვიზიტი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, რომ მის გამო ხალხს პროტესტი გამოეხატა. მეტიც, მან გუშინდელ მოვლენებს "რუსული ნაცმოძრაობის პროტესტი" უწოდა:
"პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც აკეთებენ საქარველოში რუსულ საქმეს და რომლებიც არიან შემჩნეული ღია თუ ფარულ კავშირებში რუსეთთან... გახსოვთ თქვენ გიგი წერეთლის მადლობა კოვალიოვის მიმართ, ეფესბეს ყოფილი დირექტორის მიმართ... მაქარაშვილი? ვინ არის მაქარაშვილი? გულუას ყოფილი პრესსპიკერი, ვინ არის დიღმელაშვილი? თავის დროზე აპროტესტებდა ბუშის ქუჩის გახსნას საქართველოში, ვინ არის ელენე ხოშტარია? რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების დიპლომირებული სპეციალისტი" ამბობს "ოცნების" პარტიის მმართველი" - განაცხადა კობახიძემ.
მეორეს მხრივ, საზოგადოებას არ გაუკვირდება კობახიძის ამგვარი მიდგომა პოზნერის ვიზიტის მიმართ, რადგან სწორედ მან ჩასვა თავის დროზე გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამში და მაშინ კობახიძემ ამაში პრობლემა ვერ დაინახა, სანამ საზაოგადოების მხრიდან გამწვავებული რეაქცია და პროტესტი არ მოყვა მის ქმედებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკარგვის ფასადაც დაუჯდა. ამიტომ, გავრილოვის მასპინძელი კობახიძისთვის რთული წარმოსადგენია, რატომ გააპროტესტა ხალხმა პოზნერის გუშინდელი ვიზიტი.
მასალის გამოყენების პირობები






