პოილიტოლოგი გია ხუხაშვილი პოზნერის საქართველოში ვიზიტს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება და წერს, რომ საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან, რომელშიც ვლინდება ხელისუფლების მხრიდან. ხუხაშვილის განმარტებით, საზოგადოებას უფლება ჰქონდა, მწვავე პროტესტი გამოეხატა:
"თუ ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია, პოზნერს ჰქონდა საქართველოში ჩამოსვლის უფლება.
საზოგადოებას ჰქონდა მწვავე პროტესტის გამოხატვის უფლება.
აი, ვახშამზე წასვლა კომენდანტის საათის დროს უკვე იყო უკიდურესი თავხედობა, სიბრიყვე და პროვოკაცია, არა იმდენად პოზნერის, არამედ:
1. მასპინძელი სუბიექტის მხრიდან, რომელმაც ეს ყველაფერი დაგეგმა და შეათანხმა მთელი მარშრუტი კომენდანტის საათის პირობებში.
2. სასტუმროს მხრიდან, რომელმაც ამაზე “ხელი მოაწერა”.
3. რესტორნის მხრიდან, რომლის ადმინისტრაცია და მთელი პერსონალი აგრეთვე მოქმედებდა კანონს მიღმა.
4. პოლიციისგან, რომელიც კანონით დაკისრებულ მოვალეობას უკუღმა ასრულებდა სავარაუდოდ ზეპირი ბრძანების საფუძველზე.
შესაბამისად, საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან, რომელშიც ვლინდება ხელისუფლების მხრიდან არაფორმალური ინტერეს-ჯგუფების კანონზე მაღლა მოქმედებების აღიარება, ანუ ინსტიტუციური კრიზისი.
P.S. თუ ოკუპაციის შესახებ კანონიც დარღვეულია, მაშინ კიდევ უფრო მძიმედ გვაქვს საქმე..." - წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






