პოზნერის საქართველოში ვიზიტსა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ოცნების დეპუტატი გია ვოლსკიც გამოეხმაურა. მისი თქმით, არასწორია, როდესაც აცხადებ, რომ გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის და ამ დროს ანტიქართული განცხადებების გამო 90 წლის კაცს დასდევ - ვოლსკის შეფასებით ეს გულწრფელ პროტესტს ამახინჯებს:
"ნებისმიერი ადამიანი, გინდ 90 წლის პოზნერი იყოს ამერიკის მოქალაქე, გინდ ნიკიტა მიხალკოვი, რომელსაც მასპინძლობდა და აქ ტაშ-ფანდურით შეხვდა სააკაშვილი, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ რამეს იტყვის ან პოზიციის მატარებელია, ჩემთვის არის არათუ მიუღებელი პიროვნულად, არამედ მის მიმართ აქვს აბსოლუტურად ადამიანური მიუღებლობა. მაგრამ ერთი მხრივ, აკეთებდე განცხადებებს, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის, ხელს აწერდე იმას, რომ საქართველოა დამნაშავე ოკუპაციაში და მეორე მხრივ, დარბოდე და ამ 90 წლის კაცს დასდევდე, არასწორი მგონია და სწორედაც ეს მგონია ის ნაწილი პოლიტიკური ცხოვრებისა, რომელიც ამახინჯებს რეალურ, გულწრფელ პროტესტს" - განაცხადა ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






