„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, პოზნერსა და ნმის დელეგაციას საშვები საქართველოს შსს-ს მიერ ჰქონდათ მინიჭებული. მისი განცხადებით, რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის შემოსვლა უმაღლეს დონეზე იყო გადაწყვეტილი და შს მინისტრიც ინფორმირებული იყო. კანდელაკის თქმით, პოზნერის დელეგაციის წევრები პუტინთან დაახლოებული პირები იყვნენ:
„მსურს გამოვეხმაურო ქვეყნის ტერიტორიაზე რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის შემოშვებას და გუშინდელ მოვლენებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მთელ ამ დელეგაციას მინიჭებული ჰქონდა საშვები საქართველოს შსს-ის მიერ. ქვეყანაში მათი შემოშვების გადაწყვეტილება მიიღეს უმაღლეს დონეზე და ამ საკითხზე ინფორმირებული იყო შს მინისტრიც. მათ საშვები ჰქონდათ, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მაშინ, როცა კეთილსინდისიერი მოქალაქეები ჩარაზული არიან სახლში, ეს ხალხი მიაცილა სახლში საქეიფოდ პოლიციის ესკორტმა, რაც წინასწარ საშვების გარეშე და მაღალი დონის შეთანხმების გარეშე შეუძლებლი იქნებოდა. რა დააშავა უამრავმა რესტორანმა, რომელიც ვერ იხსნება?!
პოზნერი საბჭოთა კავშირის დროს ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის ინგლისურენოვან მაუწყებლობას საზღვარგარეთ, რაც უშუალოდ იყო დაკავშირებულის საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტთან, იგი სხვადასხვა დროს იცავდა რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას სხვადასხვა ქვეყნების მიმართ.
პოლიტიკურად არაფრით განსხავდება ქვეყნის ტერიტორიაზე მისი შემოშვება გავრილოვის შემოშვებასთან. გავრილოვისგან განსხვავებით შესაძლოა, ის უბრალოდ საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდა, მაგრამ პროპაგანდის ფონზე მნიშვნელოვანი მაკოორდინირებელი ფიგურა იყო“,- განაცხადა კანდელაკმა.
მასალის გამოყენების პირობები






