ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი თვლის, რომ გუშინ პოზნერის ვიზიტით აღშფოთებული საზოგადოების პროტესტი არ იყო გულსწრფელი. მისი თქმით, ეს ქმედებები ანტისახელმწიფოებრივია, ოპოზიცია კი ნოიკოტის რეჟიმით რუსეთის საქმეს აკეთებს:
"მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციას სხვა მეთოდებით და გზებით უნდა ვებრძოლოთ და არა ისე, როგორც გუშინ. მთავარია, რომ ქვეყანა იყოს ეკონომიკურად ძლიერი და რაც მთავარია, პოლიტიკური სტაბილურობა ჰქონდეს. ის ადამიანები, რომლებიც გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, მეორე ხელით ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან პარლამენტში არშემოსვლით, რუსეთის საქმის კეთებით, თავიანთი მმართველობის დროს არაერთი სტრატეგიული ობიექტის რუსებზე გადაცემით. უამრავი სხვა ფაქტორია, რაც მარწმუნებს იმაში, რომ უმრავლესობა მათგანის პროტესტი სრულიად არაგულწრფელი იყო" - აცხადებს წილოსანი.
მასალის გამოყენების პირობები






