"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტმა რიკარდ ჟოზვიაკმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში კრისტიან დანიელსონი შარლ მიშელს დღეს შეხვდება და ხელისუფლებსა და ოპოზიციას შორის უშედეგო მოლაპარაკების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
ჟოზვიაკი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად თბილისში შარლ მიშელი და რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდეს:
"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეშფოთებულები არიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს მათი სრული ნდობა და მხარდაჭერა აქვს. არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მინისტრი და მიშელიც, თავად ჩამოვიდნენ საქართველოში, რადგან შეშფოთებულები არიან, რომ პროგრესი ჯერ კიდევ არ არის. ევროკავშირი აკვირდება პროცესებს და გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, თუმცა ამას დრო სჭირდება. აპრილის ბოლოს კი ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, სადაც განიხილავენ - თუ რა უნდა გააკეთონ საქართველოსთვის და რა გეგმა ექნება ევროკავშირს", - განაცხადა ჟოზვიაკმა.
მასალის გამოყენების პირობები






