"ვლადიმერ პოზნერი არის რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელის, პუტინის პირდაპირი ემისარი. მან უნდა დატოვოს ეს ქვეყანა" , - განაცხადა "ენმ"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა, რომელიც აქციაზე იმყოფება.
უდუმაშვილის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია, სამარხვინოა.
"ვლადიმერ პოზნერი არის რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელის, პუტინის პირდაპირი ემისარი. მან უნდა დატოვოს ეს ქვეყანა. არანაირი უფლება არ აქვს, რომ ამ ქვეყანაში იმყოფებოდეს და ქართულ სუფრაზე სადღეგრძელოებს სვამდეს. ეს იმის ბრალია, რომ არ გვყავს ხელისულება, რომელიც ამ ქვეყნის ღირსებას იცავს. ხელისუფლებას უნდა ეზრუნა იმაზე, რომ ამ ადამიანს საზღვარი არ გადმოეკვეთა. შინაგან საქმეთა სამინისტრო რომ ავრცელებს სამარცხვინო განცხადებას, რომ ამ ადამიანს ოკუპაციის კანონი არ დაურღვევია, რომელ კანონზეა საუბარი?! ადამიანი პირდაპირ ამბობს, რომ აფხაზეთი საქართვლოს შემადგენლობაში არ იქნება, მეტი რა კანონი უნდა დაარღვიოს.
როდესაც გყავს პრორუსი ხელისუფლება, რომელიც ფიანდაზებს უგებს ადამიანებს, რომლებიც თავიანთი გამონათქვამებით საქართველოს სახელმწიფოებრიობას არღვევენ, ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა და გააპროტესტოს“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






