"არ მინდა დავუშვა, რომ ვინმე რამე ტიპის პასუხისმგებლობას გაექცა" , - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი, ანრი ოხანაშვილი, ფინანსთა მინისტრის გადადგომას.
მისივე თქმით, მაჭავარიანის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მისთვისაც საჯარო განცხადებიდან გახდა ცნობილი.
"ქართული ოცნება არის გუნდი, რომელიც არასდროს არანაირ პასუხისმგებლობას არ გაურბის. ჩვენ გვაქვს ჩვენი საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება ქვეყნის მართვის, გვაქვს პანდემიის მდგომარეობა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის უპირველესი, ეკონომიკა, სოციალური მიმართულება. ამ დროს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი პასუხისმგებლობა და ბევრი ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საზოგადოებას ტვირთი მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ. ამიტომ, არ ვიცი, ვერ გეტყვით, არ მინდა დავუშვა, რომ ვინმე რამე ტიპის პასუხისმგებლობას გაექცა", - აცხადებს ოხანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ფინანასთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი, გადადგა.
მასალის გამოყენების პირობები






