ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ რურუა კრიმიანლური ავტორიტეტია, რომელსაც 2 500 ლარად უწოდებენ პოლიტიკურ პატიმარს. მისი თქმით, რურუამ ფორმალურად ჩარიცხა 2 500 ლარი ოპოზიციურ არხზე, პოლიტიკასთან მისი კავშირი კი რეალურად არ არსებობს:
"მე არ ვიცი თვითონ ოპოზიციონერებს ეშინიათ, თუ ასეთი თავხედური დღის წესრიგი აქვთ, რომ კრიმინალურ ავტორიტეტზე საუბრობენ, რომ ის არის პოლიტპატიმარი. ჩვენ გვყავს ქვეყანაში კრიმინალური ავტორიტეტი, გიორგი რურუა, რომელიც ამჟამად ზის ციხეში და ამ კრიმინალურ ავტორიტეტს 2 500 ლარად უწოდებენ პოლიტპატიმარს. ეს არის მოცემულობა.
პოლიტპატიმარს უწოდებენ გიორგი რურუას, რომელიც ერთი რომ კრიმინალური ავტორიტეტია, მეორე პოლიტიკასთან მისი კავშირი ფიზიკურად არ არსებობს, პოლიტიკური მოტივაცია არ არსებობს მასთან მიმართებაში არანაირი", - აცხადებს მდინარაძე.
მასალის გამოყენების პირობები






