პარლამენტს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ახალი თავმჯდომარე ჰყავს - შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი. მის მომხრეებს შორის იყვნენ ოპოზიციური პარტია "მოქალაქეების" ლიდერებიც.
როგორც იოსელიანმა განაცხადა, ის პაპუაშვილის კეთილსინდისიერებაში მას შემდეგ დარწმუნდა, რაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მასთან ერთად მოუწია მუშაობა:
"ეს ის შემთხვევა, როდესაც მეც და ალეკო ელისაშვილმაც პაპუაშვილის კანდიდატურას მხარი დავუჭირეთ. რაღაც პერიოდი „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით ბატონ შალვასთან ერთად მუშაობა მომიწია და დავრწმუნდი ამ ადამიანის კეთილსინდისიერებაში, პატიოსნებაში და კვალიფიკაციაში. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ქვეყნის ინტერესებს რომელი პარტიის კეთილსინდისიერი, კვალიფიციური და პატიოსანი ადამიანი ემსახურება. სწორედ ამიტომ დავუჭირეთ მხარი. არ ვიცი, კიდევ თუ ექნება ვინმეს იმის ფუფუნება, რომ ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა დაუჭიროს მხარი, მაგრამ თქვენ, ბატონო შალვა, ნამდვილად გაგიმართლდათ", - განაცხადა იოსელიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






