ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, აშშ-ის ადამიანის უფლებათა დეპარატანტის ანგარიშში, სადაც რურუას პატიმრობაზეა საუბარი, მოყვანილია ციტატები არასამთავრობო სექტორის მიერ მიწოდებული განცხადებებიდან. მდინარაძის შეფასებით, ქართულ არასამთავრობო სექტორს რურუა უდანაშაულოდ მიაჩნია:
,,გიორგი რურუამ 2500 ლარი ჩარიცხა „მთავარ არხზე“, ამით რამდენად შეიძლება ვიმსჯელოთ მის კავშირზე პოლიტიკასთან, არ ვიცი. როდესაც აშშ ადამიანის უფლებათა დეპარატანტი განცხადებას აკეთებს, იქ მითითებულია, რომ არის ციტირება არასამთავრობო სექტორის მიერ მიწოდებული განცხადებებიდან. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ნამდვილად აწვდიან ამ ინფორმაციას. სამწუხაროდ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს მიაჩნია, რომ გიორგი რურუა კრიმინალი არ არის და ის პოლიტპატიმარია, ეს ხელისუფლების პრობლემაა, რომ შენი ქვეყნის NGO სექტორი ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ვინმე, თუმცა ამას ვერ ახერხებს”, - განაცხადა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






