ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულებას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ეხმაურება და შეთანხმების მიუღწევკლობის გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა ევროინტეგრაციის პროცესს გააჭიანურებს:
"ძალიან ვწუხვართ, რომ ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებზე საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა. ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა და გააჭიანურებს საქართველოს პროგრესს და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მნიშვნელოვანია მეტი პროგრესი სასამართლო და საარჩევნო რეფორმების კუთხით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს გააგრძელონ მოლაპარაკებები მანამ სანამ არ შედგება შეთანხმება ყველა საკითხზე", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






