ვნახეთ, რომ "ქართული ოცნება“ არ აღმოჩნდა მზად კომპრომისისთვის - სამნიძე
პოლიტიკა - 01:34, 31 Mar, 2021     1134

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უშედეგოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "მედიატორის ჩართულობა იმის იმედს გვაძლევდა, ხელისუფლება მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა ამ პროცესს, მაგრამ სამწუხაროდ, დღესაც ვნახეთ, რომ ხელისუფლება არ არის მზად კომპრომისისთვის".

"ჩვენი კონფლიქტის მოგვარების ასეთ რანგში გადატანა იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ მედიატორის ჩართულობა იმის იმედს გვაძლევდა, ხელისუფლება მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა ამ პროცესს, მაგრამ სამწუხაროდ, დღესაც ვნახეთ, რომ ხელისუფლება არ არის მზად კომპრომისისთვის. არ არის მზად იმისთვის, რაზეც თავიდანვე ვსაუბრობდით ყველა ეთერში, საჯაროდ, რომ თუ პატიმრები დარჩებიან საპატიმროში, არ იქნება სივრცე სხვა საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვილაპარაკეთ ყველა სხვა საკითხზე, იყო სამი პუნქტი, რომელიც შემოგვთავაზა მედიატორმა. ეს სამი პუნქტი იყო სრულიად მისაღები მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის, დანარჩენ ორზე გვსურდა, რომ გაგვეგრძელებინა საუბარი, თუმცა „ქართული ოცნება“ მზად არ იყო არცერთ პუნქტზე. მედიატორმა თქვა, რომ მის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ვერ მოხდა შეთანხმება, მაგრამ ძირითადი პასუხისმგებლობა ამ პროცესში ეკისრება ხელისუფლებას. ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ ხელისუფლება იყო მზად შეთანხმება შემდგარიყო“, - აღნიშნა სამნიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42