""ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ არცერთ პუნქტს ამ დოკუმენტში არ ეთანხმებოდა" , - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენბლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ , ხელისუფლებასა და ოპოზიციის უშედეგოდ დასრულებული დიალოგის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ვაშაძის თქმით, "ქართული ოცნების" მიერ მძევლების დატოვებასა და დანიელსონის დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების ჩანაწერის არარსებობას ხელს ვერ მოაწერდა.
"სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ ნულოვანი სახელმწიფოებრივი პოზიცია "ქართული ოცნების" მხრიდან. ქვეყანას მართავს არა ადამიანები, ვისაც რამე უნდა, რომ ქვეყანაში გააკეთოს, არამედ ჩვეულებრივი კორუმპირებული მძარცველები, რომლებსაც უნდათ რომ ერთადერთი რამ შეინარჩუნონ - ხელისუფლება. ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე რაც არის, სამ საკითხს, რომელიც გამოქვეყნდა ამ დოკუმენტში, მზად ვარ დღესვე მოვაწერო ხელი, მაგრამ ორი საკითხი, რომლებიც მანდატით იყო განსაზღვრული, ამ ორ საკითხზე არ არის შეთანხმება..
"ოცნებამ" დღეს გადაწყვიტა, რომ მძევლად დაიტოვოს ორიდან ერთი ადამიანი.. გადაწყვიტა, რომ გაცემულ პირობაზე შარლ მიშელთან თქვას უარი და არანაირი ჩანაწერი არ ყოფილიყო ამ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. ამის გარდა, მათ გადაწყვიტეს, რომ ფარსად აქციონ სააჩევნო რეფორმა, ასე ვთქვათ ზედაპირულად წარმოგვიდგინონ სასამართლო რეფორმა და მოგვიყარონ რაღაც თანამდებობები პარლამენტში და ეგონათ, ვინმე ოპოზიციიდან დათანხმდებოდა. მე, როგორც ჩემს ქვეყანაზე მოფიქრალი ადამიანი, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რა თქმა უნდა მძევლების დატოვებას ვერ დავეთანხმებოდი.. ეს საჯაროდ მაქვს გაცხადებული და ამ მედიაციიდან სწორედ ამას ველოდები, რომ პოლიტიკური მძევლები აღარ იქნება ქვეყანაში და ასევე ვერ დავეთანხმებოდი ჩანაწერის არარსებობას არჩევნებთან დაკავშირებით, - ამბობს ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






