"ჩვენთვის არცერთი ხედვა არ იქნება მისაღები არცერთ ეტაპზე, რომელიც არ ამოწურავს პოლიტპატიმრების, მელიასა და რურუას საკითხს და ვადამდელი არჩევნების საკითხს" , - ამის შესახებ ""ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ განაცახადა.
მისივე განმარტებით, შეთანხმება ვერ შედა იმიტომ, რომ ივანიშვილის გარემოცვამ იცის, რომ დოკუმენტზე ხელის არმოწერით ძალაუფლების შენარჩუნება შეუძლია.
"ეს არის მძიმე რეალობა, მაგრამ ეს ჩვენთვის სიახლე არ არის, სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე, ვერ შედგა შეთანხმება. ...ჩვენი ეროვნული ამოცანა არის იგივე, რაც იყო დღემდე. ეს არის ქვეყნის შიგნით ამ ადამიანისთვის მაქსიმალური, ლეგიტიმური, მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე პრობლემების შექმნა, სანამ მას მიტაცებული აქვს ძალაუფლება და მიტაცებული აქვს სახელმწიფო და ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა, რომ წნეხი მასზე გაიზარდოს - მეტი იყოს, ვიდრე დღეს არის....
ჩვენთვის არცერთი ხედვა არ იქნება მისაღები არცერთ ეტაპზე, რომელიც არ ამოწურავს პოლიტპატიმრების, მელიასა და რურუას საკითხს და ვადამდელი არჩევნების საკითხს. პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში, რომელსაც ჩვენ თანხმობა მივეცით და ეს მედიატორი, ბატონი დანიელსონი, პრეზიდენტ მიშელის წარმომადგენელია, მკაფიოდ წერია ორი საკვანძო საკითხი: ეს არის პოლიტიკური საქმეები და ვადამდელი არჩევნები.
დღევანდელ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე არანაირი გადაწყვეტა არ არის საერთოდ. ეს მოხდა "ქართული ოცნების" პოზიციის გამო. ჩვენთვის ეს დოკუმენტი მთლიანად არ ამოწურავდა ვითარებას, მაგრამ ჩვენ, ბუნებრივია, იმ საკითხებზე, რომლებზეც სხვებთან შედარებით კარგად იყო ნამუშევარი, ვიყავით მზად, რომ კომპრომისზე წავსულიყავით, ვგულისხმობ დანარჩენ სამ საკითხს, მათ შორის საარჩევნო პაკეტს და სამართლებრივ რეფორმას", - განაცხადა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






