"ხელისუფლება მზად იყო ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის" , - განაცახადა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ.
"შეთანხმება ვერ შედგა როგორც იცით, მაგრამ დოკუმენტი რომელიც მე ხელში მიჭირავს იმსახურებს ძალიან დიდ ყურადღებას, ჩემი აზრით და რომელიც ხვალიდან ალბათ გახდება თქვენი განსჯის საგანი.
ჩემი აზრით, ცოტა მეტი დაძაბულობა, ცოტა მეტი მუშაობა და ეს დოკუმენტი შეიძლებოდა გამხდარიყო ძალიან კარგი რესტარტის საშუალება. ანუ ძალიან უცნაურია, რომ ასე დამთავრდა ეს მდგომარეობა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩვენი შიდა საქმეა თითოეულ ამ პუნქტზე რა არის სწორი და რა არასწორი ხვალიდან ვილაპარაკოთ, “- განაცხადა მეგრელიშვილმა.
მეგრელიშვილის განცხადებით, მას კონკრეტულად ამ დოკუმენტში მოსწონდა ნიკა მელიას საკითხის გადაწყვეტა.
მისივე თქმით, გიორგი რურუას საქმე იყო ერთ-ერთი მთავარი რომელზეც ოპოზოციას ჰქონდა პრობლემა, თუმცა, მისივე თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტის გზაც მედიატირმა სიტყვიერად გააჟღერა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ მაინც არ გაიზიარა ეს ნაწილი.
"ძალიან მომწონდა ის რომ მელიას პრობლემა გვარდებოდა, გვარდებოდა ამნისტიით 20 ივნისის მოვლენების, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მგონია წინადადება, რომელიც თვითონ შეხვედრის დროს დააყენა სალომე სამდაშვილმა, რომ იგივე მექანიზმი ყოფილიყო გამოყენებული რურუას საქმეზეც.
ხელისუფლება სხვათაშორის იძახდა ერთმნიშვნელოვნად რაც არ უნდა იყოს მე ამ დოკუმენტს ხელს ვაწერო, მცირე შენიშვნები შეიძილება მაქვს მაგრამ მე ამ დოკუმენტს ხელს ვაწერო, “- თქვა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






