თუ რიგგარეშე არჩევნების საკითხი საერთოდ მოხსნილია დღის წესრიგიდან, ვფიქრობ, ოპოზიციის დიდი ნაწილი მოლაპარაკებების გაგრძელებაში აზრს ვერ დაინახავს - ლაგაზიძე
პოლიტიკა - 21:21, 30 Mar, 2021     1386

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თუ მოლაპარაკების მაგიდაზე რიგგარეშე არჩევნების საკითხი მოხსნილია დღის წესრიგიდან "ოპოზიციის დიდი ნაწილი მოლაპარაკებების გაგრძელებაში აზრს ვერ დაინახავს".

მისივე თქმით, პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობა არის ყველაზე მიუღებელი პრაქტიკა, რაც ამ ხელისუფლებამ საკუთარ ხელწერად გაიხადა და ეს უნდა დასრულდეს.

"მე რამდენადაც ვიცი, ოპოზიცის ლიდერების განწყობები, რომ ამ პუნქტზე საუბარი თუ შორეულ სკივრში გადაიდო, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ მოლაპარაკებების გაგრძელებაში აზრს ვერ დაინახავს. რა შეიძლება ჩვენ ამის შედეგად მივიღოთ? - საუკეთესო ვერსია იქნება მოლაპარაკება და ორი მხარის საერთო ნიშნულზე მისვლა. მეორე ვარიანტი არის ის, რომ ოპოზიცია დარჩეს იმავე დღის წესრიგით - რაც შეიტანა იმ მოლაპარაკების მაგიდასთან, ის გამოიტანოს, ანუ ნულოვანი შედეგით დასრულდეს მოლაპარაკება. მესამე ვერსიაა ოპოზიციის გაყოფა, ნაწილი დათანხმდეს იმ შემოთავაზებას, რომელიც იქნება ევროკავშირის მხრიდან და მეორე ნაწილი კვლავ დარჩეს ქუჩაში, არ დაეთანხმოს შემოთავაზებულ პირობებს.

ზოგადად, პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობა არის ყველაზე მიუღებელი პრაქტიკა, რაც ამ ხელისუფლებამ საკუთარ ხელწერად გაიხადა. ეს იქნება ყველაზე დიდი სიბრიყვე, რაზეც პოლიტიკური ძალები წავლენ. ძალიან მიკვირს ევროკავშირის ამ კუთხით. ძალიან არ მინდა ევროკავშირი გამოვიდეს პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობის კანონიზაციის ერთგვარი ხელისშემწყობი. პოლიტიკურმა ძალებმა ამაზე უარი უნდა თქვან. სხვა თემაა რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ ამ კონკრეტულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, ამის დაკანონება თუ მოხდა, ხვალ სხვას აიყვანენ პოლიტიკურ მძევლად და ნებისმიერ სხვა პრინციპულ საკითხზე გაცვლიან. ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი უნდა იყოს, რომ პოლიტიკური მძევლების აყვანა დასრულდეს და არა ის, რომ ევროკავშირი ირიბად ამ პროცესს ხელს უწყობდეს“, - განაცხადა ლაგაზიძემ "360 გრადუსში".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42