"მელიას თუ გადაუხდის ევროკავშირი, ეს იქნება ძალიან დიდი შეურაცხყოფა მელიასი და ძალიან დიდი რეპუტაციული დაზიანება საკუთარი თავის, ევროკავშირის მხრიდან", - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას რომლის მიხედვითაც, ნიკა მელიას გირაოს ევროკავშირი გადაიხდის, გიორგი რურუა კი ელექტრონული სამაჯურით გათავისუფლდება.
მისივე შეფასებით, ეს წინადადებები "ოცნების საჭიროებებსა და კომფორტზეა აწყობილი"და ასე დოკუმენტის შედგენა დაუშვებელია.
მელიას თუ გადაუხდის ევროკავშირი, ეს იქნება ძალიან დიდი შეურაცხყოფა მელიასი და ძალიან დიდი რეპუტაციული დაზიანება საკუთარი თავის, ევროკავშირის მხრიდან, ვერ წარმომიდგენია რომ ეს შეიძლება მოხდეს. რურუას გამოუშვებენ სამაჯურით ნოემბერში, ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და რურუას არჩევნებში ჩართვის რომ ეშინოდათ, იმიტომ დაიჭირეს. "ოცნებას" აწყობს რურუას გამოშვება ნოემბერში. როგორ შეიძლება ასე დოკუმენტის შედგენა, რა აწყობს "ქართულ ოცნებას", - ამბობს ნიკა გვარამია.
მასალის გამოყენების პირობები






