"მელიას დაპატიმრება თავიდანვე გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო" , - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი, გია ვოლსკი.
ვოლსკის განმარტებით, "ასეთი გააფთრებული ბრძოლა იმისთვის, რომ ნიკა მელია დაეჭირათ და ციხიდან არ გამოვიდეს, არის სერიოზული საფუძველი, ვიფიქროთ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი მოლაპარაკებები არ აინტერესებს".
ვოლსკი ასევე აცხადებს, რომ სამართლებრივი გზა იმისა, რომ ნიკა მელიამ თანხა გადაიხადოს და ამის შემდეგ პატიმრობიდან გათავისუფლდეს, რეალურია.
"მელიას დაპატიმრება თავიდანვე გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო. რა საკვირველია, როცა პარტიის ლიდერი დაკავებულია, ეს დაძაბულობას განაპირობებს. მიზანიც სწორედ ეს იყო. “დაიჭირეთ მელია“ - ეს იყო მოწოდება და ეს მოწოდება ახლაც აქტუალურია.
ვერავინ უარყოფს იმაზე, რომ ხუთ ძირითად თემაზე გვაქვს პოზიტიური მოსაზრება, რათა ქვეყანა ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან გამოვიდეს. “ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანა ეკონომიკური, სოციალური ვითარების დამძიმებისკენ მიჰყავს და ცდილობს, სხვა პარტიებიც ამ მიზანს დაუქვემდებაროს“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






