მოვუწოდებთ მხარეებს, გვერდზე გადადონ პარტიული ინტერესები - ევროპარლამენტარები
პოლიტიკა - 19:59, 29 Mar, 2021     1408

ევროპარლამენტარები საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და მორიგ ერთობლივ წერილს ავრცელებენ.

ევროპარლამენტარები ქართულ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებენ, გვერდზე გადადონ პარტიული ინტერესები, იმუშაონ კონსტრუქციულად კრიზისის გადასაჭრელად და თავი აარიდონ ისედაც მწვავე კრიზისის კიდევ უფრო გამწვავებას.

"მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, გვერდზე გადადონ თავიანთი პარტიული ინტერესები საქართველოს მომავლისთვის, იმუშაონ კონსტრუქციულად კრიზისის გადაჭრისთვის და თავი აარიდონ კიდევ უფრო გამწვავებას ისედაც მწვავე პოლიტიკური კლიმატისა. ქვეყნის საპარლამენტო დემოკრატიის სტაბილურობა და მისი ევროპული თუ ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები ღირს ამ ძალისხმევად.

ჩვენ მკაფიოდ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის მიმდინარე მცდელობებს შუამდგომლობისა, რომელსაც კრისტიან დანიელსონი უძღვება, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პერსონალური წარმომადგენელი. მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად, რომელიც ჯერ კიდევ შესაძლებელია და საქართველოს მოქალაქეები, მათი მოთხოვნები დააყენონ დებატის ცენტრში. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პოლიტიკურ კლასი შეასრულებს თავის პასუხისმგებლობას და იპოვის არსებული კრიზისის გადაჭრის გზას". - წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ევროპარლამენტარები მზაობას გამოხატავენ საქართველოს დასახმარებლად. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არსებითი პროგრესი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც ანტაგონიზმი და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში შეიცვლება კონსტრუქციული თანამშრომლობით.

"ევროპარლამენტი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს არჩეულ გზას უფრო ღრმა ურთიერთობისკენ ევროკავშირთან. ჩვენ უზრუნველვყავით მდგრადი პოლიტიკური თანადგომა ქვეყნისთვის, რათა გააგრძელოს არჩეულ გზაზე სვლა. თუმცა, არსებითი პროგრესი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ანტაგონიზმი და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში შეიცვლება კონსტრუქციული თანამშრომლობით და როდესაც ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები ზედმიწევნით შეასრულებენ თავიანთ როლს. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ამ რთულ სიტუაციაში. მას შემდეგ, რაც პარტიები მიაღწევენ შეთანხმებას, ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, სრული სპექტრი ევროპარლამენტის დემოკრატიული მხარდაჭერის ზომების". - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ევროპარლამენტარები:


  • მარინა კალიურანდი
  • ანდრიუს კუბილიუსი,
  • ვიოლა ფონ კრამონი
  • სვენ მიქსერი
  • დევიდ მაკალისტერი,
  • მიხაელ გალერი
  • პეტრას აუსტრევიჩუსი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42