კელი და კრამერი: აშშ-მ უნდა მიანიშნოს შესაძლო სანქციებზე პასუხისმგებელი პირებისთვის
პოლიტიკა - 19:39, 29 Mar, 2021     1805

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ კრამერი აქვეყნებენ მოსაზრებას, თუ როგორ უნდა უპასუხოს აშშ-მ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს და გამოიყენოს მისი გავლენა ამ მიმართულებით, მათ შორის სანქციებზე მინიშნებით.

კრამერი და კელი წერენ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველაზე დიდი პოზიტიური გავლენით უნდა მიიღოს მონაწილეობა საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კომპრომისის ფასილიტაციაში. მათი თქმით, აშშ-მ უნდა გამოიყენოს თავისი გავლენა და მიანიშნოს შესაძლო სანქციებზე პასუხისმგებელი პირებისთვის.

"ბაიდენის ადმინისტრაცია ბევრი სხვადასხვა საშინაო და საგარეო გამოწვევის წინაშე დგას, აშშ-მ უნდა წაახალისოს [საქართველოში] კრიზისის გადაჭრა და გამოიყენოს თავისი ძლიერი გავლენა, მათ შორის მიანიშნოს შესაძლო სანქციებზე ზღვრამდე ქვეყნის მიყვანაზე პასუხისმგებელი პირებისთვის."

კელი და კრამერი ასევე მიიჩნევენ, რომ საჭიროა, აშშ-ს კონგრესის წევრები საქართველოში საგანგებო წარმომადგენლებად ჩამოვიდნენ.

"ამისთვის საჭიროა გუნდი სახელმწიფო დეპარტამენტში, ახლა მხოლოდ სამი ოფიციალური პირია დამტკიცებული და პრეზიდენტს ჯერ კიდევ არავინ წარუდგენია მდივნის თანაშემწის პოსტზე. ამ პოზიციების შევსებას დრო დასჭირდება, თუმცა, მანამდე კონგრესის რამდენიმე გადამწყვეტმა ფიგურამ ორპარტიული შეთანხმების ფარგლებში უნდა დაგეგმონ ვიზიტი თბილისში და იმოქმედონ როგორც საგანგებო წარმომადგენლებმა. 2004 წელს სენატორი რიჩარდ ლუგარი ჩავიდა უკრაინაში, რათა დახმარებოდა ქვეყანას სახიფათო ჩიხიდან გამოსვლაში. საქართველოს მსგავსი ძალისხმევა სჭირდება. ბოლო მოსმენა სენატის საგარეო საქმეთა ურთიერთობების კომიტეტში კონგრესის უფრო აქტიური როლის დასაწყისი იყო."

ავტორები წერენ, რომ საქართველოში არსებული კრიზისი მხოლოდ რუსეთს აწყობს.

"საქართველოში არასტაბილურობა და ქაოსი მხოლოდ კრემლს აწყობს. ამის გაცნობიერება დასავლეთში საქართველოს პარტნიორებისთვის და საქართველოში ყველასთვის საკმარისი უნდა იყოს გამოსაფხიზლებლად. მელია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, რის შემდეგაც ყველა პარტიამ კეთილსინდისიერად უნდა იმუშაოს კომპრომისზე პარლამეტში მრავალპარტიულობისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია, გადამწყვეტი როლი ითამაშოს ამის ფასილიტაციაში, მაგრამ სწრაფად უნდა იმოქმედონ."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42