კითხვაზე, უნდა ისხდნენ თუ არა მოლაპარაკებების მაგიდასთან მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი პასუხობს, რომ მომლაპარაკებელი ნიკა მელიაა, თუმცა დევნა მიხეილ სააკაშვილზე აუცილებლად უნდა შეწყდეს და საშუალება მიეცეს პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოდს.
"4 წელია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა მიმადინარეობს. ბუნებრივია მას უნდა მიეცეს საშუალება პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი მომლაპარაკებელი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიაა და ის უნდა გათავისუფლდეს.
პოლიტიკური დევნა, მათ შორის სააკაშვილის უნდა დასრულდებს. თუმცა, მესმის მმართველი პარტიისაც, მათ ეშინიათ და ახლა ყველა ნაბიჯი, რასაც დგამენ, ძალაუფლების შენარჩუნებითაა მოტივირებული"- აღნიშნა მინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






