ევროკავშირის ოფისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის საქართველოში კრისტიან დანიელსონისა და ოცნების წევრების შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრიდან გამოსულმა კობახიძემ განაცხადა, რომ ყველაზე აქტუალური თემებიდან ერთ-ერთმა უკანა პლანზე გადაინაცვლა, თუმცა პარტიის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, რომელ საკითხს გულისხმობდა:
"ყველა თემაზე ვისაუბრებთ, რაც უკავშირდება დიალოგს, მათ შორის, დღეს რაც დაისვა, იმაზეც გვექნება საუბარი. ყველაზე აქტუალური თემები რაც არის, ყველამ ვიცით, თუმცა, მათგან ერთი შედარებით უკანა პლანზე გადავიდა, მაგრამ დეტალებს ვერ გავშლი. დღეს შევიკრიბებით გუნდში და ხვალ უკვე გვექნება ჩამოყალიბებული, კონკრეტული პოზიცია," - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, რამდენი პროცენტია ალბათობა იმისა, რომ შეთანხმება შედგეს, კობახიძემ უპასუხა:
"როცა ასეთი რთულია დიალოგი, ალბათ უნდა ვთქვათ, რომ ყოველთვის არის 50-50-ზე, მაგრამ დავიტოვოთ კარგი 50%-ის იმედი".
მასალის გამოყენების პირობები






