"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მონოლოგს გამოეხმაურა და მას ფარსი უწოდა. კობახიძის განმარტებით, ფარისევლობაა ის, როცა გვარამია საუბრობს დიდ შერიგებაზე, სიძულვილის უარყოფაზე და პარალელურად თამარ ჟვანიას გამყალბებელს, ხოლო წულუკიანს ბოროტს უწოდებს:
"გუშინ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ დიდი შერიგება უნდა მოხდეს, იმავე მონოლოგში გამოაცხადა მაგალითად თამარ ჟვანია გამყალბებლად ფოტოს ჩვენებით და ძალიან მძიმე კონტექსტით და თეა წულუკიანს უწოდა ბოროტი ქალი. თავისი თავი გამოამჟღავნა იქვე, ეს ხომ ფარსია და ყველა ხვდება, რომ ეს არის აბსოლუტური ფარსი, ყველა ხვდება, რომ ეს არის აბსოლუტური ფარსი როცა საუბრობ იმაზე, რომ სიძულვილი, ბოროტება უნდა დამთავრდეს და იქვე ვიღაცეებს ასეთი ეპითეტების ამკობ, აქ ბუნებრივია ჩანს, რომ ეს არის ფარისევლობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელ ეთერში ნიკა გვარამიამ საკუთარ მონოლოგში დიდ შერიგებაზე ისაუბრა და უარი თქვა სიძულვილისა და ზიზღის ენაზე.
მასალის გამოყენების პირობები






