"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელთან საქართველოში კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში კუბილიუსის ინიციატივაზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ აღნიშნული მოწოდება სინამდვილის გამრუდებაა, რადგან, როგორც თავად აცხადებს, ერთ მხარეს არის კრიმინალი სააკაშვილი, რომლის გამოც ქვეყანამ ტერიტორიებბის 20% დაკარგა, მეორე მხარეს კი ივანიშვილი, რომელმაც კრიმინალი აღკვეთა და ამჟამად პოლიტიკად არის წასული:
"როდესაც საუბარია იმაზე, რომ თურმე მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, ეს სინამდვილის გამრუდებაა. ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან და ეს სპეკულაციური განცხადებაა, პირდაპირ ასე ვიტყოდი. ერთ მხარეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც დანაშაულებრივი სისტემა შექმნა, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება იმსხვერპლა. ამ რეჟიმმა დაგვაკარგვინა ჩვენი ქვეყნის 20%. მეორე მხარეს კი არის ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაულებრივი ქმედებები ჩვენს ქვეყანაში აღკვეთა. როდესაც ერთი და იგივე ტონალობაში ახსენებ ამ ორ ადამიანს, ეს შეურაცხყოფაა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიიღონ არა ფორმალურმა, არამედ რეალურმა ლიდერებმა - მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






