სახალხო დამცველი ნინო ლომჯარი მზაობას გამოთქვამს, შეხვდეს მედიაციის პროცესში მონაწილე ყველა მხარეს და ასევე მედიატორს. ლომჯარია იმედს იტოვებს, რომ შეთანხმება ამჯერად მაინც იქნება მიღწეული. მისი თქმით, მოლაპარაკებების გარშემო უამრავი სპეკულაცია მიმდინარეობს, ამიტომ კარგი იქნება, თუ გარკვეული საკითხები გასაჯაროვდება, რადგან საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომელი პარტია არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს:
„მზად ვარ მხარეებს შევხვდე, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე მედიატორებს. მათთან ცალკეული შეხვედრები, კომუნიკაცია მქონდა. იმ 6-პუნქტიან ჩარჩო შეთანხმებაში, რომელიც ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა მხარეებს წარუდგინა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, რაც ძალიან მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტზე.
მე ველოდები, რომ შეთანხმება მიღწეული უნდა იქნას. თუ რომელიმე მხარე ქვეყნისთვის არსებითად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით არ განაცხადებს მზაობას, გადადგას ნაბიჯები, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საზოგადოებას ძალიან ლეგიტიმური უფლება ექნება, იცოდეს ვინ იყო ეს პოლიტიკური პარტია. რაღაც ეტაპზე კარგი იქნება, გარკვეული საკითხები მოლაპარაკების შესახებ საზოგადოებაში გასაჯაროვდეს. ძალიან ბევრი სპეკულაციები ხდება, ხოლო საზოგადოებას შეთანხმება უნდა“, - განაცხადა ლომჯარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






