დამოუკიდებელი იურისტებისა და უფლებადამცველების ჯგუფი მედიაციის პროცესში მედიაციის პროცესში მონაწილე მხარეებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორი ქვეყნების ელჩებს მიმართავენ. მათი განცხადებით, საჭიროა შეიქმნას სარეფორმო ჯგუფი, რომელიც სასამართლო რეფორმის სანდო პროცესს უზრუნველყოფს:
"იმის გათვალისწინებით, რომ,
დამოუკიდებელი სასამართლოს არ არსებობა არის ქვეყანაში მიმდინარე სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამომწვევი ერთ ერთი მთავარი ფაქტორი. დღემდე საქართველოში სასამართლო რეფორმა განხორციელდა ზედაპირულად, მართლმსაჯულების სისტემაში არსებული სიღრმისეული პრობლემების სათანადო შესწავლისა და გამომწვევი მიზეზების ანალიზის გარეშე;
ქვეყანაში დამკვიდრდა პოსტსაბჭოური და პოლიტიკურად მიკერძოებული სასამართლო სისტემა და მართლმსაჯულების მიმართ მოსახლეობის უნდობლობა;
კანონმდებლობის გაუმჯობესების და გარკვეულწილად წინგადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, სასამართლო სისტემაში დამკვიდრდა კლანური მმართველობა, რაც იმას ნიშნავს რომ მოსამართლეთა ვიწრო, მონოლითური ჯგუფი ცენტრალიზებულად და არაფორმალურად აკონტროლებს მართლმსაჯულებას;
მივმართავთ, პოლიტიკურ აქტორებს და ვითხოვთ მედიატორი პირების და ორგანიზაციების დახმარებას რომ:
შედგეს შეთანხმება სასამართლოში არაჯანსაღი გავლენების სისტემური მიზეზების დადგენის, მათი აღმოფხვრის და სამომავლო პრევენციის მიზნით ეფექტიანი და არაფრაგმენტული სასამართლო რეფორმის გატარების შესახებ.
შეთანხმების რეალურად შესრულების და სასამართლო რეფორმის სანდო პროცესის უზრუნველსაყოფად, ხელისუფლების, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობით შეიქმნას სარეფორმო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მდგომარეობას, წარმოადგენს არსებული ვითარების სიღრმისეულ ანალიზს, რომლის საფუძველზე მიღებული რეკომენდაციები ფართო პოლიტიკური კონსესუსით იქნება მიღებული და განხორციელებული".
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრები:
კახა წიქარიშვილი;
ეკა ციმაკურიძე;
მაია ბაქრაძე;
უჩა ნანუაშვილი;
თამარ ლალიაშვილი;
ბესიკ ლოლაძე;
თამარ გეგელია;
ხათუნა გრიგალაშვილი;
ირაკლი შავაძე;
ირაკლი კორძახია;
ნათია ქუთათელაძე;
ბესიკ სისვაძე;
ირაკლი გაბრიჩიძე;
ლია მუხაშავრია;
თეა ხამხაძე
ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
გურამ იმნაძე - ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი.
ალეკო ცქიტიშვილი - ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი" - წერია მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები






