დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება. პროცესზე ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას ადვოკატები შესავალი სიტყვით წარსდგებიან. უფლებადამცველები 1:200 000-იანი რუკების ვარგისობის საკითხზე ჩატარებული ექსპერტიზის პასუხსაც ელოდებიან:
"რა თანმიმდევრობით გამოიკვლევს ბრალდების მხარე მის მტკიცებულებებს ეს ჩვენთვის უცნობია, თუმცა შესავალი სიტყვის შემდეგ არის მოლოდინი, რომ გარკვეულწილად ბრალდების მხარე დაიწყებს მისი მტკიცებულებების გამოკვლევას, რაც შესაძლოა ასევე აისახოს მოწმეების დაკითხვაში", - განაცხადა მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა.
შეგახსენებთ, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასა და ქვეყნის საწინააღმდეგო რუკებით მუშაობას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები






