"ჩვენი ქვეყანა ამ ნაბიჯით კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპის ერთიან ოჯახს. ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიერ ჩვენი მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის მინიჭებით კიდევ უფრო განმტკიცდა საქართველოს, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორის სტატუსი და დადასტურდა მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ. საქართველო აგრძელებს განუხრელ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე, რაც ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 შეხვედრაზე დადასტურდა.
გასული ოთხი წლის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მილიონზე მეტი ვიზიტი განახორციელა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში. უვიზო მიმოსვლამ საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახადა ახალი შესაძლებლობები - მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტურიზმის განვითარებას, ბიზნეს კავშირების გაღრმავებას, სტუდენტური გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას, პროფესიონალური კავშირებისა თუ ზოგადად, ხალხთაშორისი ურთიერთობების გაძლიერებას," - წერს ზალკალიანი.
მასალის გამოყენების პირობები






