მოლაპარაკების პარალელურად, უნდა გაგრძელდეს აქტიური მზადება 15 მაისის აქციისთვის!!! - ბაჩუკი ქარდავა მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის შესახებ
პოლიტიკა - 19:00, 28 Mar, 2021     1423

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შესახებ განცხადებას ავრცელებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პოზიციას განმარტავს.

"მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ახლოვდება. ახალი თავის ტკივილი გონიერების ზღვარს მიღმა დარჩენილი რეჟიმისთვის და შანსი, მშვიდობიანად მივაღწიოთ სამართლიანი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ქვყანაში.

უპირველეს ყოვლისა, მინდა განვმარტოთ ეროვნულ დემოკრატიული პარტიის პოზიცია კრიზისის განმუხვტვის გზებთან დაკავშირებით.

ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ დიალოგი დღეს-დღეობით კრიზისის განმუხვტის იდეალური საშუალებაა, მით უფრო დემოკრატიული დასავლეთის მედიაციის პირობებში, მაგრამ ვთვლიდით და დღესაც ვრჩებით პოზიციაზე, რომ ივანიშვილის მმართველობის ტიპის ცვედანი რეჟიმები საბოლოოდ მაინც ქუჩაში გადმოღვრილი სახალხო პროტესტის ხილვისას იხევენ უკან. სწორედ ამიტომ, მოლაპარაკების პარალელურად, უნდა გაგრძელდეს აქტიური მზადება 15 მაისის აქციისთვის!!! ქვეყნის შიგნით მწვავე პროტესტისა და უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერის პირობებში, რეალური ხდება ივანიშვილის იძულება წავიდეს დათმობებზე, რაც მოგვცემს საშუალებას საქართველოში ხელშეუხებელ წესად იქცეს ხელისუფლების გადაბარება მშვიდობიანი საარჩევნო გზით.

რაც შეეხება მოთხოვნებს, რომელიც, ვფიქრობთ, საჭიროებს ხელისუფლების მხრიდან დროულ და ადეკვატურ გადაწყვეტას ეს არის:

პირველი - ნიკა მელიას უპირობო განთავისუფლება. სამართლიანობა და პოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს ნიკა მელიას დაბრუნებას მოლაპარაკების მაგიდასთან, მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე და ერთიანი ოპოზიციის ლიდერის მონაწილეობის გარეშე დიალოგის პროცესი, სამწუხაროდ, აშკარად არასეულყოფილ პოლიტიკურ პროცესად გამოიყურება!

მეორე - ვადამდელი არჩევნების საკითხის გადაწყვეტის გარეშე ელემენტარულად შეუძლებელი იქნება დაბალი ლეგიტიმაციით არჩეული ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური კრიზისის განმუხვტა.

მესამე - კატეგორიულად მიუღებელია აბსოლუტურად რეალობას აცდენილი წინადადება, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გზებთან დაკავშირებით ხელისუფლების ის მოდელი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხის თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე მიბმას გულისხმობს. როგორც ოპოზიციური პარტიების მიმართვაშია ნათქვამი, შინაარსობრივად განსხვავებულ არჩევნების ერთმანეთთან დაკავშირება, მხოლოდ დამაბნეველი იქნება საზოგადოებისთვის და არ გამოდგება ტესტად ვადამდელი არჩევნებთან მიმართებით.

და ბოლოს, ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ რომ დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს პროცესი რომელმაც დეოლიგარქიზაციასთან ერთად დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლებების ცვალებადობის უმნიშვნელოვანეს ტრადიციას უნდა ჩაუყაროს საფუძველი, რაც დიდი ხნით განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, ის კიდევ უფრო გააღრმავებს დისტანციას ოკუპანტ რუსეთთან და მნიშვნელოვნად დაგვაახლოვებს ჩვენთვის უასაფრთხო ჩრდილოატლანტიკურ სივრცეს!

ხაზგასმით ავღნიშნავთ - ოპოზიციის უპრეცედენტო ერთიანობით და მოქნილობით ძალიან ბევრი ზოგი ხილული, ზოგიც ჯერ არგასაჯაროებული, მაგრამ წარმატებული ნაბიჯები გადაიდგა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში, პლებისციტი, თუ სხვა ტაქტიკური განსხვავებული მოსაზრებები, უნდა იქცეს ჩენს იარაღად და არა სისუტედ.

ყველაზე დიდი სიურპრიზი ბიძინასთვის ოპოზიცის მოუსყიდველი ერთიანობა ახალ კიდევ უფრო მაღალი ხარისხისში უნდა ავწიოთ! ჩვენს წინაშე დგას უმნიშვნელოვანესი ამოცანები და ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების მორიგი ცვლილება, არამედ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად სწრაფი დემოკრატიული მექანიზმების ამუშავებით საბოლოოდ დავანახოთ დანარჩენ მსოფლიოს რომ საქართველო იმსახურებს კუთვნილ ადგილს ცივილიზებული დემოკრატიული სახელმწიფოების გვერდიგვერდ!" - აცხადებს ქარდავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42