"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ე.წ. კომენდანტის საათს აპროტესტებს და აცხადებს, რომ "არ შეიძლება ცხრა საათზე ასე ცხვრებივით მიგვერეკებოდნენ სახლში".ჯაფარიძის თქმით, კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა მოსახსნელია.
"ბევრ ლოკაციაზე იკრიბებიან ადამიანები. კონკრეტულად "გირჩი - მეტი თავისუფლება" იკრიბება 17:00 საათზე, ვაკის პარკთან. გვექნება მსვლელობა, იქიდან დავიძვრებით და შევუერთდებით სხვა ლოკაციებიდან შეკრებილ ხალხს. ეს კორონაშეზღუდვები ყველა მოსახსნელია, ადამიანებმა ეს უნდა გაიაზრონ, არ შეიძლება ცხრა საათზე ასე ცხვრებივით მიგვერეკებოდნენ სახლში. მანამ სანამ ამას არ დავძლევთ და არ გადავლახავთ, რთულია სხვა უფრო დიადი მიზნებისთვის ბრძოლა", - ამბობს ჯაფარიძე "მთავარ დებატებში".
ჯაფარიძე ამომრჩეველს 3 აპრილს, კომენდანტის საათისა და კორონარეგულაციების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები






