"განსხვავებით ივანიშვილის რეჟიმისგან, რომელიც დათანხმდა ჯერ ამ სავალ რუკას და შემდეგ გადათქვა, არც კი განვიხილავო და შემდეგ ამავე ლოგიკით ჩაშალა მოლაპარაკებები, ჩვენ ყველა საკითხს განვიხილავთ" , - აცხადებენ ოპოზიციური პარტიების იმ ნაწილში, რომლებიც შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში პარლამენტში შესვლაზე თანახმა არიან.
მათივე განცხადებით, შარლ მიშელის მიერ დატოვებული გეგმის ყველა პუნქტი უნდა შესრულდეს - რადგან, "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლება, რიგგარეშე არჩევნები და მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმები.
მათივე შეფასებით, შარლ მიშელის მიერ დატოვებულ გეგმაში ზოგი საკითხი მყისიერ გადაწყვეტას საჭიროებს ,თუმცა განიხილავენ ყველა საკითხს.
"ოპოზიცია მზად არის და ყოველთვის მზად იყო კომპრომისისთვის, მაგრამ კომპრომისი არ ნიშნავს, შარლ მიშელის მიერ დატოვებულ გეგმის რომელიმე პუნქტზე უარის თქმას", - ამბობს "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმები. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის, ჩვენმა მედიატორებმა, კარგმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ვინც ყველაფერს აკეთებს საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის იცოდნენ ხმამაღლა ჩვენი დაფიქსირებული პოზიცია", - ამბობს "ენმ"-ს ლიდერი , ხატია დეკანოიძე.
"ყველა ის საკითხი, რომელიც მონიშნა შარლ მიშელმა თავის გზის მკვლევ ხედვაში არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ საკითხებში ზოგიერთი არის გრძელვადიანი, ზოგიერთი საჭიროებს მყისიერ გადაწყვეტას, მაგალითად მელიასა და რურუას გათავისუფლება. განსხვავებით ივანიშვილის რეჟიმისგან, რომელიც დათანხმდა ჯერ ამ სავალ რუკას და შემდეგ გადათქვა, არც კი განვიხილავო და შემდეგ ამავე ლოგიკით ჩაშალა მოლაპარაკებები, ჩვენ ყველა საკითხს განვიხილავთ", - თქვა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიები მზად არიან შევიდნენ პარლამენტში, თუ ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგება.
მასალის გამოყენების პირობები






